სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამედიცინო „პლასტერი“, რომელიც კანის ონკოლოგიურ დაავადებებს განკურნავს

მეცნიერებმა კანის კიბოსთან საბრძოლველად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს და ეს ყოველივე რადიოაქტიურ „პლასტერზე“ არის დამოკიდებული.

კანის კიბოსთან საბრძოლველად შექმნილი ახალი ტექნოლოგიის არსი შემდეგში მდგომარეობს: სიმსივნით დაზიანებულ კანზე პაციენტმა იზოტოპ ფოსფორ-32-ით გაჯერებული სამედიცინო „პლასტერი“ უნდა დაიკრას. რომელიც სიმსივნურ წარმონაქნებთან რეაქციაში შედის და მათ განადგურებას უწყობს ხელს.

კველევბმა დაადგინეს, რომ აღნიშნულ „პლასტერს“ შესწევს ძალა სიმსივნური უჯრედების 80 პროცენტი გაანადგუროს. მსგავს შედეგებამდე ჯერჯერობით არავითარ მკურნალობას, მათ შორის არც ქიმიოთერაპიას არ მიუღწევია.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ფოსფორ-32 ანადგურებს მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს და ჯანსაღი უჯერედები ხელუხლებელი რჩება. ეს თუ სიმართლესა და რეალობას შეესაბამება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სიმსივნესთან საბრძოლველად ნამდვილად შეუდარებელი „იარაღი“ შეიქმნა და უახლოეს მომავლში ამ საშინელი დაავადების დამარცხებაც გახდება შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100