სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დროებითი სვირინგი სუნამოს არომატით...

მოგეხსენებათ, რომ დროებითი სვირინგების სხეულზე დატანა მზა კარიკატურების საშუალებით არის შესაძლებელი. ამერიკელმა მეცნიერებმა კი ინოვაციური პროექტი შეიმუშავეს.

სწავლულებმა შექმნეს დროებითი სვირინგი, რომელსაც სხვადასხვა სუნამოს არომატი აქვს. იგი არომატს სვირინგის მრავალჯერადი ჩამობანის შემდეგაც კი ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ დროებითი სვირინგების ისტორია ავსტარლიიდან გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან იწყება. მოგვიანებით ამ საქმიანობას ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მიჰყო ხელი.

თავდაპირველად დროებითი სვირინგები რეკლამირებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნულმა ტენდენციამ ღრმად გაიდგა ფესვი და საზოგადოებაც აჰყვა ამ ტენდენციის სწრაფი ტემპით სვლას.

რა თქმა უნდა მოთხოივნასთან ერთად ორიგინალურობაც იზრდებოდა. ხოლო როცა დროებითი სვირინგების შესაძლებლობებმა მაქსიმუმს მიაღწიეს, მეცნიერებმა გამოსავალი მარტივად იპოვეს და მას მსოფლიოში ცნობილი არომატების სურნელება მიანიჭეს.

ამ გზით ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნულ სვირინგებზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა. საქმეს ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ ეს სვირინგები ორიდან ექვს თვემდე ძლებს და ამ ხნის განმავლობაში ინარჩუნებს იმ არომატს, რომლითაც იგი არის გაჯერებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100