სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ს რამდენიმე შტატს იაპონიის ბედი ელის...

დამანგრეველი ცუნამი, მსგავსი იმისა, რაც 2011 წლის მარტში იაპონიას თავს დაატყდა, ჰავაისა და კალიფორნიასაც ემუქრება. სტიქიის შედეგები კი ნამდვილად საშინელი და სავალალო იქნება. აღნშნულ ინფორმაციას ამერიკელი მეცნიერები ავრცელებენ.

საშიშროება ალიასკას ფილებს ქვეშ იმალება. ნიუ მეხიკოს ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ალიასკას ირგვლივ არსებული წყალქვეშა ფილაქნებს შორის შესაძლოა ისეთი შეტაკება დაფიქსირდეს, რაც 9 ბალიან მიწისძვრას გამოიწვევს. სწორედ მსგავსი ძალის შეჯახებებმა გამოიწვიეს ცუნამი, რომელსაც შედეგად იაპონიის ტრაგედია მოჰყვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი სიმძლავრის მიწისძვრა 1964 წელს დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 9,2 ბალს შეადგენდა. აღნიშნულ წელიწადს მოვლენამ 164 ადამიანი იმსხვერპლა. მათი უმრავლესობა მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ალიასკასთან ახლოს, წყნარი ოკეანის ფსკერზე, სიღრმით 4-5 კილომეტრი არის გიგანტური ნაპრალი, რომელიც 1788 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გაჩნდა. ამ ზონაში სეისმური აქტივობა შეინიშნება.

აღნიშნული სიმძლავრის მიწისძვრის შემდგომ წარმოქმნილი ცუნამი კი აუცილებლად მიაღწევს ჰავაისა და კალიფორნიის ნაპირებამდე. მეცნიერები სავარაუდო მსხვერპლზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100