სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელმა მეცნიერებმა C ჰეპატიტის სამკურნალო ვაქცინა შექმნეს

მეცნიერებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან განაცხადეს, რომ მათ შეძლეს შეემუშავებინათ პირველი ეფექტური ვაქცინა С ჰეპატიტის წინააღმდეგ. წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, რომ ის წარმატებით მუშაობს.

ვირუსი სახიფათოა იმით, რომ ადამიანი შესაძლებელია მრავალი წლის განმავლობაში არც ეჭვობდეს დაავადებაზე, მისი ღვიძლი კი იშლება.

ვაქცინის შემუშავებისას სირთულეს წარმოადგენდა ის,რომ ვირუსი მუდმივად იცვლის ფორმას. С ჰეპატიტის განუკურნებლად ითვლება, მაგრამ მისი კონტროლი მედიკამენტების საშუალებით შეიძლება. ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენამ დასაბამი უნდა მისცეს ახალ ერას ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავიანთ სამუშაოში მეცნიერებმა იმოქმედეს ვირუსის შიდა სტრუქტურაზე. მათ გრიპის ვირუსის მოდიფიცირება ჰეპატიტ С-ს გენეტიკური მასალით მოხდინეს. ამდენად, იმუნური სისტემა აიძულეს შეუტიოს ჰეპატიტს. ახლა მიმდინარეობს მზადება გამოცდის მეორე ფაზისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100