სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არამარტო ტუტანჰამონი, ნაპოლეონიც კავკასიელი ყოფილა

გასული წლის აგვისტოში ეგვიპტოლოგებმა საკმაოდ საინტერესო და სენსაციური ცნობა გაახმაურეს: ბოლოს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ გენეალოგიურ გამოკვლევათა ცენტრის ბიოლოგებმა iGENEA-დან, რომლის სათაო ოფისი ციურიხშია განთავსებული, ერთ-ერთი კვლევის სენსაციური შედეგები გაახმიანეს. ეგვიპტელმა კოლეგებმა სწორედ ამ მეცნიერებს გადასცეს ფარაონ ტუტანჰამონის დნმ-ის ნაწილი, რაც დასკვნის საფუძველი გახდა.

როგორც ეგვიპტის სიძველეებთან არსებული უმაღლესი საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, დნმ ბიჭუნა-ფარაონის ძვლოვანი ქსოვილიდან, კონკრეტულად კი - მარცხენა მხრიდან და მარცხენა ფეხიდან აიღეს.

iGENEA-ს დირექტორი, რომან შოლცი აცხადებდა: „ვვარაუდობ, რომ ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი დაახლოებით 9 500 წლის წინ, კავკასიაში ცხოვრობდა“, - განაცხადა შოლცმა.- „დაახლოებით 7 ათასი წლის წინ კი მისი პირდაპირი შთამომავლობა ევროპაში გაიფანტა. მერე ზოგიერთმა მათგანმა ეგვიპტემდე მიაღწია და ფარაონი გახდა“.

ამ ჰიპოთეზაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მეცნიერული დასკვნების მიხედვით, ეგვიპტელი ფარაონები და კონკრეტულად, ტუტანჰამონი სწორედ იმ ერების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ცხოვრობენ კავკასიაში.

ამ გამოკვლევიდან ხუთი თვის თავზე კი სენსაციურ ცნობას უკვე ფრანგი სწავლულები ავრცელებენ. ფრანგი გენეტიკოსის დასკვნა „ფიგაროში“ დაიბეჭდა. იმპერატორის დნმ-ის ნიმუშებზე დაყრდნობით, ჟერარ ლიუკოტი აცხადებს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტის წინაპრები, შესაძლოა, კავკასიელები ყოფილიყვნენ.

მეცნიერი სამი წლის განმავლობაში ნაპოლეონის დედის და მამის საგვარეულო ხაზს სწავლობდა, ჩაატარა ექსპერტიზა მის შთამომავლებზეც და შედეგად დაადგინა, რომ დე-ენ-ემის შემადგენლობა კავკასიურ გენებს ემთხვევა. დღემდე არსებობდა ვარაუდი, რომ ნაპოლეონის წინაპრები ახლო აღმოსავლეთიდან იყვნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100