სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალ გვინეაში ვირთხა-გიგანტი აღმოაჩინეს

ახალი გვინეის ჯუნგლებში გიგანტური ვირთხა აღმოაჩინეს. ის ხუთჯერ დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი მღრღნელი.

იმ ექსპედიციის წევრთა მტკიცებით, რომლებიც გიგანტი ვირთხის აღმომჩენები გახდნენ, იგი Mallomys ჯიშისაა. ამ სახეობის ვირთხებზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია. გიგანტი ვირთხის წონა 1,4 კგ-ს აღწევს.

ექსპედიციის დროს, რომელიც ცხოველთა და მცენარეთა ახალი სახეობების აღმოჩენის მიზნით ტარდებოდა, გიგანტური ვირთხა ხალხს არ შეუშინდა და სწავლულთა კარვებში სრულიად უშიშრად მიმოდიოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100