სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნასა–ს სპეციალისტების აზრით, მზე დედამიწას ემუქრება

ნასა–ს სპეციალისტების აზრით, მზის ჰიპერაქტიურობის ფონზე 2013 წელს დედამიწაზე ტექნოგენური კატასტროფებია მოსალოდნელი. ასეთი პერიოდი მზეზე დაახლოებით 11 წელიწადში ერთხელ დგება, მაგრამ ახლანდელი – განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ნასა–ს დასკვნის მიხედვით, მზე უკვე დღეს უფრო აგრესიულად „იქცევა“, ვიდრე ადრე. ამის შესახებ Нt-news.com. წერს. პირველი გეომაგნიტური ქარისხლის შემდეგ, რომელიც 24 სექტემბერს დაფიქსირდა, მსგავსი მოვლენების გამეორება გამორიცხული არ არის.

გეომაგნიტური ფორიაქი ჩვენი პლანეტისთვის ამით არ ამოიწურება. მთელი პრობლემა ისაა, რომ მზის 1303 აქტიური ნაწილი, როგორც მეცნიერები იუწყებიან, ჩვენს მხარესაა მომართული. ელვა–აფეთქებებმა, რომლებიც მნათობზე 23 და 26 სექტემბერს ხდებოდა, უმაღლეს, X კლასს მიაღწია. თუ აქამდე ეს ელვა–აფეთქებები ასე თუ ისე, დედამიწისთვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ლაქა მზის დისკოს კიდეზე იყო განთავსებული, ახლა კი ეს აქტიური ზონა მზის ხილვადი ნაწილის ცენტრში მოექცა.

პლანეტაზე პირდაპირი „დარტყმის“ შემთხვევაში, მთელი პლაზმური მუხტი დედამიწაზე გადმოვა, რაც დამატებით სირთულეებს გამოიწვევს. ამ „დარტყმას“ მოჰყვება თანამგზავრული სისტემების, კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა.

აშშ–ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების კოსმოსური ამინდის პროგნოზის ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს და მისი დაშვების შესაძლებლობა 40% შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100