სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოლვეის ლეგენდარული კონფერენცია

სოლვეის კონფერენცია იყო ლეგენდარული პირველი მოწვევის მსოფლიო უდიდეს ფიზიკოს მეცნიერთა ყრილობა, 1911 წელს, ორგანიზებული სოლვეის ფიზიკისა და ქიმიის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ინსტიტუტები მდებარეობს ბრიუსელში და დაფუძნებულია ბელგიელი ინდუსტრიალისტის, ერნესტ სოლვეის მიერ, 1912 წელს.

1911 წლის წარმატების შემდეგ, სოლვეის კონფერენციები ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. ღონისძიება ყოველ სამ წელიწადს ტარდება. 23-ე სოლვეის კონფერენცია ჩატარდა ბრიუსელში 2005 წლის 1-3 დეკემბერს თემაზე: „სივრცისა და დროის კვანტური სტრუქტურა“.

1911 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ პირველ კონფერენციას თავმჯდომარეობდა ჰენდრიკ ლორენცი. განხილვის თემა იყო გამოსხივება და სინათლის კვანტი. კონფერენცია პრობლემას იხილავდა ორი მიდგომის თვალსაზრისით - კლასიკური ფიზიკისა და კვანტური თეორიის. ალბერტ აინშტაინი იყო ყველაზე ახალგაზრდა ფიზიკოსი დამსწრეთა შორის. სხვა განთქმულ მეცნიერთა შორის იყვნენ მარია კიური და ანრი პუანკარე.

შესაძლოა, ყველაზე განთქმული ამ კონფერენციათაგან იყოს 1927 წლის ოქტომბერში ჩატარებული მეხუთე მოწვევა თემაზე: „ელექტრონები და ფოტონები“, სადაც მსოფლიოს ყველაზე ღვაწლმოსილი ფიზიკოსები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ახლად ჩამოყალიბებული კვანტური თეორია. წამყვანი ფიგურები იყვნენ ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი. აინშტაინს, რომელიც გაღიზიანებული იყო ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპით, უთქვამს ”ღმერთი კამათელს არ თამაშობსო”, რაზეც ბორს უპასუხია: „შეწყივიტე ღმერთისთვის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოსო“. 29 დამსწრე მეცნიერიდან 17 მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100