სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მილიონიდან ერთი შანსით ბრიტანელმა ექიმებმა თავით შეზრდილი სიამის ტყუპები დააცალკევეს

როგორც The Sun იუწყება, ბრიტანელმა მეცნიერებმა მედიცინაში ნამდვილი სასწაული მოახდინეს: მათ წარმატებით დაასრულეს ერთმანეთთან თავებით შეზრდილი ტყუპი–გოგონების გაცალკევების ოპერაცია და, როგორც ექიმები ამბობენ, ჩვილები უკვე მზად არიან სახლში „წასასვლელად“. ოპერაციის წარმატების შანსი ფასდებოდა, როგორც მილიონი ერთთან, წარუმატებლობის სასარგებლოდ.

სუდანელ რიტალ და რიტაგ გაბორებს საერთო არტერიები ჰქონდათ, რომლებიც თავის ტვინს კვებავდნენ, ხოლო პატარა რიტაგის გული უზრუნველყოფდა მისი დის თავის ტვინის მუშაობას.

როცა ისინი პირველად, აპრილში მიიყვანეს ლონდონის Great Ormond Street Hospital–ში, რიტაგის გადატვირთული გული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო და ამდენ საქმეს – ორი თავის ტვინის მომარაგებას სისხლით – ოდნავღა აუდიოდა.

ტყუპების გაცალკევების მიზნით ოთხი უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩატარდა. მსოფლიო მედიცინის პრაქტიკაში, ფაქტობრივად არ მოიპოვება შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის ოპერაციები ასეთი წარმატებით სრულდება.

პატარები თავს უკვე მშვენივრად გრძნობენ და გარემოზე სრულიად ადეკვატურად რეაგირებენ. საქველმოქმედო ფონდ Charity Facing The World წარმომადგენლები, რომლებმაც თანხა გაიღეს სუდანიდან ინგლისში ტყუპების ტრანსპორტირებისთვის, ამბობენ, რომ პატარების სიცილი და სიხარული მთავარი ჯილდოა მათთვის, ვინც მათ ეხმარებოდა“.

ოპერაცია უკვე აღიარეს ყველაზე წარმატებულად სიამის ტყუპების გაცალკევების მიზნით ჩატარებულ მსოფლიო ოპერაციებს შორის. უკანასკნელი ოპერაცია, რომლითაც ქირურგიული ჩარევა დასრულდა, ექიმებმა გასული თვის ბოლოს ჩაატარეს.

ტყუპების მშობლები, პროფესიით ექიმები, სიხარულით მეცხრე ცაზე არიან და მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ ორი შვილი უკან ნამდვილად ორად დაუბრუნა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100