ასპირინის ხშირი მიღება მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ სენსაციური განცახება გააკეთეს, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასპირინის ხშირი მიღება მამაკაცებში კანის კიბოთი დაავადების რისკს ზრდის. როგორც მეცნიერ-დერმატოლოგი ბეატრის ნარდონე აცხადებს, აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ მაშინ არის საშიში, თუ მამაკაცები მას რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ დღე სისტემატიურად მიიღებენ.

კვლევა 200 ათას ადამიანს ჩაუტარდა, რომელთა ასაკი 18-დან 89 წლამდე იყო და არ აწუხებდათ მელანომა ან რაიმე სახის სიმსივნური წარმონაქმნი. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს - ვინც ყოველდღიურად იღებდა ასპირინს და ვინც არ იღებდა მას. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ პრეპარატი კონკრეტულად მამაკაცებს ვნებს და კიბოს წარმოქმნის რისკს ზრდის, თუ ასპირინის მიღება რამდენიმე თვე ყოველდღიურად გაგრძელდა.

ამის მიუხედავად, მეცნიერი არ გამოდის ინიციატივით, რომ ასპირინის მიღება აიკრძალოს მამაკაცებში, თუმცა მაინც აფრთხილებს მათ, რომ დალევის შემთხვევაში ხშირად გაესინჯონ ექიმებს.

კომენტარი