„სექსი ხელს შეგვიშლის მარსის კოლონიზაციაში“ - ბრიტანელი ასტრონავტის სკანდალური განაცხადი

ბრიტანელმა ასრტონავტმა ჰელენ შერმანმა განაცხადა, რომ მარსზე გასაფრენად ეკიპაჟზე მხოლოდ ერთი და იგივე სქესის ადამიანები უნდა იყვნენ. თუ მარსზე ორივე სქესი გაფრინდება, ისინი სქესობრივ კონტაქტს დაიწყებენ და ეს მისიას ხელს შეუშლის - იუწყება გამომცემლობა The Sun.

როგორც შერმანი ამბობს, ცდა თავად მეცნიერებმა ჩაატარეს იმ ადამიანებზე, რომლებიც იზოლატორებში იყვნენ გამოკეტილნი და მათ, ვისაც სექსი ჰქონდა, ვერ უძლებდა შეზღუდულ თავისუფლებას, ხოლო სექსის გარეშე დარჩენილი ადამიანები უფრო მარტივად იტანდნენ მას.

მეცნიერები ასევე უფრთხიან მარსზე განაყოფიერებას, რადგან არ იციან ნაყოფი როგორ განვითარდება და რა საფრთხე შეექმნება მას.

როგორც ნასას წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჯგუფში ქალების არსებობას მიენიჭება პრიორიტეტი. შერმანის თქმით, ქალებს შორის კონფლიქტს იშვიათად ექნება ადგილი.

კომენტარი