სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შავი ზღვის დატბორვის ჰიპოთეზა

შავი ზღვის დატბორვა პრეისტორიული წყალდიდობის ჰიპოთეზაა, რომელიც უნდა მომხდარიყო შავი ზღვის აუზის სწრაფი ავსებით. ეს თეორია პირველად „ნიუ-იორკ თაიმსში“ გაჟღერდა 1996 წელს, შემდეგ კი სწრაფად აიტაცა საერთაშორისო მედიამ.

1998 წელს, უილიამ რაიანმა და უოლტერ პიტმანმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა, გამოაქვეყნეს მტკიცებანი მასიური წყლის მოვარდნის მიმანიშნებელ ფაქტებზე ბოსფორის სრუტეში, რომელიც ძვ. წ. 5600 წელს უნდა მომხდარიყო.

ძვ. წ. მეექვსე ათასწლეულში კავკასიონისა და კარპატების მთების ყინულის მასიურმა დნობამ, შავი და კასპიის ზღვები უზარმაზარ მტკნარი წლის ტბებად აქცია, მაშინ როცა მსოფლიო ზღვის დონე შედარებით დაბალი რჩებოდა. მტკნარი წლის ტბები ეგეოსის ზღვაში იღვრებოდა. კლიმატის აცივებამ ალპური ყინულების მომძლავრება გამოიწვია, შესაბამისად, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების წყლის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთმა მდინარემ კი, გასავალი ჩრდილოეთის ზღვაში გაიკვალა, ამასთან ერთად, შავი ზღვის წყლის დონე აორთქლებითაც მცირდებოდა. შემდეგ, ძვ. წ. 5600 წლისთვის, მსოფლიო ზღვის საერთო დონე გაიზარდა და როგორც რაიანი და პიტმანი ვარაუდობენ, აწეული ხმელთაშუა ზღვა, საბოლოოდ, ბოსფორის ფუძის კლდოვან ბარიერს არღვევს და წარმოუდგენელი სისწრაფით შავ ზღვაში იღვრება. ამ მოვლენამ 155.000 კმ² ფართობი მიწა დატბორა და მნიშვნელოვნად გააფართოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთითა და დასავლეთით. რაიანი და პიტმანი წერდნენ: „ათი კუბური მილი (42 კმ³) წყალი იღვრებოდა ყოველდღიურად, რაც ორასჯერ აღემატება ნიაგარას ჩანჩქერზე გადმოღვრილი წყლის მოცულობას. … ბოსფორზე წარმოქმნილ სრუტეზე წყალი ღრიალით მიექანებოდა წარმოუდგენელი სიჩქარით არანაკლებ სამასი დღის განმავლობაში.“

თუმცა, ნეოლითური მიწათმოქმედება ამ დროისთვის უკვე პანოლიის დაბლობს აღწევდა, ავტორები მის გავრცელებას უკავშირებენ წყალდიდობით გადაადგილებულ ხალხებს. ასევე ვარაუდობენ, რომ ამ უეცარ მასიურ წყალდიდობას გადარჩენილთა მეხსიერება იყო ნოეს წარღვნის ლეგენდის საფუძველი.

ექსპედიციათა სერიაში, ზღვის არქეოლოგთა ჯგუფმა რობერტ ბალარდის ხელმძღვანელობით დაადგინა უძველესი სანაპირო ზოლის მოხაზულობა, მტკნარი წლის ლოკოკინათა ნიჟარების, ჩაძირულ მდინარეთა ხეობების, ხის მორებზე ადამიანთა ხელსაწყოების ანაბეჭდებით, ადამიანის შექმნილი სტრუქტურებით, წყალში შავი ზღვის თანამედროვე სანაპიროდან დაახლოებით 100 მეტრში, თურქეთის ჩრდილოეთით. მტკნარი წლის მოლუსკების ასაკის რადიოკარბონულმა დათარიღებამ უჩვენა, რომ მათი ასაკი დაახ. 7.000 წელი უნდა იყოს.

ჟურნალი „ნიუ საიენტისტის“ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად (4 მაისი, 2002, გვ. 13), მკვლევარებმა ბოსფორის სამხრეთით წყალქვეშა დელტა აღმოაჩინეს. ასევე მტკიცე საბუთი არსებობს შავი ზღვიდან გამავალი ძლიერი მტკნარი წყლის დინების არსებობისა ძვ. წ. მე-8 ათასწლეულში.

პან-ევროპული პროექტის ფარგლებში შავი ზღვის ფსკერის დანალექის გამოკვლევამ 2004 წელს დაადასტურა პიტმან/რაიანის დაკვნები. უფრო მეტიც, მარკ სიდალის მიერ წარმოებული გათვლებით ნაწინასწარმეტყველი წყალქვეშა კანიონის არსებობაც ფაქტობრივად დადასტურდა. ეს ჰიპოთეზა დღემდე აქტიური განხილვისა და დებატების საგანია, არქეოლოგთა შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100