სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუნიანი წინდები კოღოების პირველი მტერია

ტანზანიელმა ექიმმა ინფექციის გამავრცელებელ მოსკიტებთან ბრძოლის ერთობ უჩვეულო იარაღი გამოიგონა. დოქტორ ფრედოსა ოკუმუს თქმით, მან შექმნა სპეციალური ხაფანგი, რომელშიც ბინძური, სუნიანი წინდები დევს. მისი თქმით, სუნიანი ნასკების არომატი ოთხჯერ მეტად იზიდავს კოღოებს, ვიდრე ჩვეულებრივი სუნი, რომელიც ადამიანს ასდის.

დოქტორის თქმით, აღნიშნული ხაფანგი სახლის გარეთ უნდა დაიდოს, რათა კოღოები იქამდე დაიჭიროს, ვიდრე ისინი სახლში შემოფრინდებიან.

იმისთვის, რომ ექიმმა ოკუმუმ საკუთარი გამოგონება კიდევ უფრო გააუმჯობესოს, 700 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100