სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეფე ართური - ლეგენდა თუ რეალობა?

მეფე ართური ლეგენდარული ბრიტანელი წინამძღვარია, რომელიც შუა საუკუნეების ისტორიების მიხედვით, ბრიტანეთის დაცვას ცდილობდა საქსონელი დამპყრობლებისგან, ადრეულ მეექვსე საუკუნეში. ართურის ისტორიების ძირითადი ნაწილი, ფოლკლორის და ლიტერატურის შექმნილია, ხოლო მისი არსებობის რეალობა დღესაც დავის საგანია ისტორიკოსებისათვის.

სხვადასხვა ისტორიული წყარობიდან მხოლოდ მწირი მასალის მოძიებაა შესაძლებელი. ლეგენდები ართურის შესახებ, სხვადასხვანაირადაა აღწერილი სხვადასხვა ტექსტებში. არ არსებობს ერთიანი კანონიკური ვარიანტი. თუმცა, უმეტესი ფაქტები აღებულია ისტორიის გოლფრიდისეული ვარიანტიდან.

მეთორმეტე საუკუნის ფრანგმა მწერალმა კრეტიენ დე ტრუამ, ამ ვარიანტს მიუმატა ლანსელოტისა და გრაალის თასის ისტორია. ამ ფრანგულ ისტორიაში ხშირად მთავარ მოქმედ პირად არა მეფე ართური, არამედ მრგვალი მაგიდის რაინდები იქცევიან -ხოლმე. არტურის ლეგენდები იქმნებოდა შუა საუკუნეებში, თუმცა აღორძინება განიცადა მეცხრამეტე საუკუნეში, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში უამრავი რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100