სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამჭირვალე თვითმფრინავი “ეირბუსისგან”

ევროპულმა ავიამწარმოებელმა კონცერნმა “ეირბუსმა” მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა, რომელსაც გამჭირვალე ფიუზელაჟები ექნება. “ეირბუსის” ინჟინრები წარმოდგენილი მოდელის შექმნას 2050 წლამდე ვარაუდობენ. ამის შესახებ კონცერნის ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

ინჟინრების ჩანაფიქრით, “Airbus Concept Plane” – ის კედლები სპეციალური მემბრანა იქნება. ის შეძლებს სითბოს შენარჩუნებას, იქნება გამჭირვალე და მგზავრებს პანორამული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ.

“აირბუსის” ეს მოდელი სხვა სახის ახალ ტექნოლოგიებსაც გამოიყენებს, რომელიც მას საწვავის დაზოგვის საშუალებას მისცემს. სალონში უმაღლესი კომფორტის სავარძლები იქნება განთავსებული. თვითმფრინავში იქნება განყოფილებები, სადაც მგზავრებს საშუალება მიცემათ ჩაიტარონ არომათერაპიის სეანსი და მასაჟი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100