სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩანე–2“ მა ორბიტა დატოვა

ჩინურმა მეორე მთვარის ზონდმა „ჩანე–2“–მა მთვარის ორბიტა დატოვა და ღია კოსმოსში გაემგზავრა. ამის შესახებ ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება. იგეგმება, რომ აპარატი კვლევას დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონ კილომეტრზე ჩაატარებს. სპეციალისტების თქმით, ეს მოგზაურობა დაახლოებით 85 დღე გაგრძელდება.

„ჩანე–2“–მა ორბიტაზე ნახევარი წელი გაატარა. ის ფოტოებს უღებდა მთვარეს იმ ადგილების შესარჩევად, სადაც, შესაძლოა, მესამე ჩინური ზონდი „ჩანე–3“ დაეშვას, რომლის კოსმოსში გაშვებაც 2013 წლისთვის იგეგმება. საიმისოდ, რომ ფოტოები გადაეღო, „ჩანე–2“ მთვარიდან 15 კილომეტრის სიმაღლეზე დაეშვა.

„ჩანე–2“–ის შემქნელები, თავდაპირველად, არ გეგმავდნენ მის ხანგრძლივ სამუშაო პირობებში გაშვებას. მაგრამ ორბიტაზე ყველა სამუშაოს შესრულების შემდეგ, აპარატს დამატებითი საწვავი დარჩა და სპეციალისტებმაც კვლევის ახალი გეგმა შეიმუშავეს.

უპილოტო მთვარის ზონდების შექმნა და გაშვება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც მთვარის გამოკვლევას ისახავს მიზნად. მისი კულმინაცია შეიძლება გახდეს პილოტირებული თანამგზავრის მისია, რომლის სტარტი 2017 წლისთვის არის დანიშნული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100