სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოსმოსური ხომალდი მუზეუმში

როგორც უკვე ცნობილია, კოსმოსური ხომალდი “ინდევორი”, რამდენიმე დღის წინ, ფლორიდაში დაეშვა. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 16 მაისს გაემგზავრა. ბორტზე ექვსი ასტრონავტი იმყოფებოდა, რომელთაც სადგურზე გარკვეული სახის სამუშაოები ჩაატარეს.

ეს “ინდევორის” კარიერაში დამამათავრებელი, უკანასკნელი მისია იყო. ამის შემდეგ ხომალდი ერთ-ერთ ამერიკულ მუზეუმში განთავსდება, მაგრამ კერძოდ რომელში, ეს ჯერ არ ზუსტდება.

მცირე ხნის წინ, მუზეუმებს კოსმოსური ხომალდების შესყიდვას 400-დან 800 ათას დოლარამდე ოდენობის თანხაში სთავაზობდნენ, თუმცა მაშინ მსურველების ნაკლებობა შეინიშნებოდა. ამიტომ, ამის შემდეგ, ასეთი ხომალდები მუზეუმებისთვის უფასოდ გაიცემა. 2011 წლის 28 ივნისს კი, ორბიტაზე “ატლანტისი” გაემგზავრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100