სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამაზონის ტყეში გიგანტური ობობა აღმოაჩინეს

ენტომოლოგი პიტერ ნასკრეცკი ამაზონის ტყეში უზარმაზარ ობობას გადაეყარა.

„გარკვევით გავიგონე ნაბიჯების ხმა და ის თუ როგორ იფშვნებოდა მისი სხეულის შეხებისას გამხმარი ფოთლები. სანამ მას დავინახავდი გონებაში რამდენიმე ვერსიამ გაიელვა იმის შესახებ თუ რა არსება მიახლოვდებოდა, როდესაც დავინახე გაოგნებული დავრჩი“ - იხსენებს მეცნიერი.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ობობას წონა 170 გრამია, მისი ფეხების სიგრძე 30 სანტიმეტრი.

მეცნიერთა განმარტებით აღნიშნული ობობა მსოფლიოში ერთადერთი ობობაა, რომელსაც სიარულისას ხმაურის გამოწვევა შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100