სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახედრის რძე ქოლესტერინს ამცირებს?

ცნობილია, რომ კლეოპატრა, კოსმეტიკური პროცედურის ფარგლებში, რძის აბაზანებს იღებდა. გარეგნობაზე რძის შესანიშნავი ზემოქმედების შესახებ, თანამედროვე მეცნიერებაც ირწმუნება. ამერიკელი სპეციალისტების ერთი ნაწილის ფიქრობს, რომ რძე კარგი საშუალებაა ზედმეტი წონის მოსაშორებლადაც.

ნეაპოლის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით კი, სახედრის რძე, რომელსაც ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში სვამდნენ, ნაკლებ ცხიმს და დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებს შეიცავს. ის, ამ მხრივ, ძროხის რძეს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს სასმელი ნატურალური საშუალებაა გულის დაავადებების პროფილაქტიკისათვის, რადგან შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-ბე ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ძალიან გვანან თევზის ქონს და ორგანიზმში ქოლესტირინის დონეს ამცირებენ.

სახედრის რძე ძალიან უახლოვდება ადამიანის რძეს და მისი მიცემა იმ პატარა ბავშვებისთვისაც შეიძლება, რომელთაც სხვა სახის რძის პროდუქტებზე ალერგია აქვთ. ამას გარდა, ეს რძე დიდი რაოდენობით კალციუმის წყაროა, რომელიც აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100