სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგვიპტეში ახალი პირამიდები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ეგვიპტეში 17 აქამდე უცნობი პირამიდა აღმოაჩინეს, რომელიც ათასწლეულები მიწის ქვეშ იყო მოქცეული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

სპეციალისტებმა შეისწავლეს უდაბნო, გამოიყენეს თანამგზავრული ფოტოები, ინფრაწითელ დიაპაზონში. თანაგზავრზე დაყენებულმა კამერებმა შეძლეს მიწის ქვეშ დამალული ობიექტების აღმოჩენა. ნაპოვნი ობიექტების უმრავლესობა მიწაში არც ისე ღრმად მდებარეობდა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით მათი დანახვა მაინც შეუძლებელი იყო.

მსგავსი კვლევები არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერთა სხვა კოლექტივმა კიდევ ერთ სხვა მნიშვნელოვან ადგილას ჩაატარა და ძველი ეგვიპტის ისტორიის ნიმუშების პოვნა შეძლო. მეცნიერებმა, სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთი მონაკვეთის აღდგენა შეძლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100