ქვეწარმავლების წინაპრები 45 მილიონი წლის წინ

მეცნიერებმა ამფისბენის წარმომავლობა გაარკვიეს. ამფისბენები გველების მსგავსი უძველესი არსებებები იყვნენ, რომლებიც დიდი ხანია გადაშენდნენ. კვლევების შედეგები ჟურნალ „Nature“ - ში გამოქვეყნდა.

ამფისბენებს გადაადგილება მიწაზე და მიწის ქვეშაც შეეძლოთ, ძალიან ჰგავდნენ თანამედროვე გველებს, მაგრამ გენეტიკურმა კვლევამ უჩვენა, რომ მათ ბევრი საერთო ხვლიკებთანაც ჰქონდათ. ამფიბენებს ეს სახელწოდება ძველბერძნულ მითოლოგიაში მოხსენიებული ორთავიანი გველის სახელის მიხედვით უწოდეს.

ახალი კვლევების ავტორებმა უძველესი ქვეწარმავლების 45 მილიონი წლის წინანადელი ნაშთები შეისწავლეს, რომელიც გერმანიაში, მესელის კარიერში აღმოჩნდა. უცნაური ქმნილებების ნაშთები მთლად ამფისბენსაც არ ჰგავს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისინი ან ამფისბენის წინაპრები იყვნენ, ან რომელიმე პარალელურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

არც ისე დიდი ხნის წინ კი, მეცნიერთა მეორე კოლექტივმა 95 მილიონი წლის წინანდელი გველების ნაშთები აღმოაჩინა, რომელთაც კიდურები შენარჩუნებული ჰქონდათ.

კომენტარი