სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზოოლოგების ახალი აღმოჩენა კამბოჯაში

მეცნიერებმა კამბოჯაში ახალი ჯიშის ხვლიკი აღმოაჩინეს, რომელსაც კიდურები და თვალები არ აქვს. მკვლევარებმა რეპტილია სამეცნიერო ჟურნალ “Zootaka” – ში აღწერეს, მოკლედ კი მის შესახებ პორტალი “ბიბისი ნიუსი” წერს.

უცნაური ქმნილებები, გველების მსგავსად, დედამიწაზე მთელი სხეულით გადაადგილდებიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიდურების ქონა მათთვის, უბრალოდ, მოუხერხებელი იქნებოდა. სპეციალისტებმა თავიანთ ახალ აღმოჩენას “ბრმა ხვლიკი დალაის მთებიდან” უწოდეს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ჯიშის ხვლიკი ერთადერთი არ არის. მიუხედავად გველებთან ვიზუალური მსგავსებისა, ასეთი ცხოველები ამ უკანასკნელთაგან რიგი ფიზიოლოგიური ნიშან-თვისებებით განსხვავდებიან.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა სხვა კოლექტივი ამ ხვლიკებს მაინც გველების კატეგორიას მიაკუთვნებს. მათ მოსაზრებას კი ამყარებს ის ფაქტი, რომ სპეციალისტებმა ძველი, გადაშენებული გველების ნაშთებიც აღმოაჩინეს, რომელთაც კიდურები შერჩენილი ჰქონდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100