სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, მანქანის „გლუშიწელი“ და ქალების სხვა გამოგონებები

ქალ გამომგონებლებს ფართო საზოგადოება კარგად არ იცნობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. თუ ვიკიპედიას „გადაქექავთ“ გაცებულიც კი დარჩებით, რადგან საკმაოდ ბევრი მამაკაცური ნივთი სწორედ ქალების გამოგონებულია.

პერისკოპი - ეს გახლავთ, მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეიძლება სამალავებიდან (სანგარი, ბლინდაჟი და სხვა) ტანკებიდან, წყალქვეშა ნავებიდან, მაღლამდებარე საგნებიდან სხვადასხვა ობიექტების თვალთვალი. ის სარა მეტერმა 1845 წელს გამოიგონა.

ტყვიაგაუმტარი ჟილეტი - 1965 წელს დოქტორმა სტეფანი კვოლერმა გამოიგონა სინთეტიკური მატერია კევლარი, რომლისგანაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტები იკერება.

პამპერსი - მისი პირველი ვერსია 1917 წელს მარიონ დონოვანმა შექმნა. დონოვანის გამოგონება დროთა განმავლობაში დაიხვეწა და დღევანდელი სახე მიიღო.

ე.წ. „დვორნიკები“ – 1903 წელს ავტომობილის „დვორნიკები“ ქალბატონმა მერი ანდერსონმა გამოიგონა. მანამდე კი მანქანის შუშის გასაწმენდად მძღოლს ავტომობილიდან გადმოსვლა უწევდა, მერი ანდერსონის გამოგონებამ კი მანქანის მართვა გაცილებით უფრო მარტივი გახადა.

აკუსტიკური ფილტრი (მანქანის „გლუშიწელი“) – 1917 წელს ელ დოლორეს ჯონსმა გამოიგონა. რომ არა ქალბატონი დოლორესი ავტომობილები ხმაურით ივლიდნენ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა - ჟოზეფინა კოკრეინმა ჯერ კიდევ 1886 წელს გამოიგონა, თუმცა მაშინ მისმა იდეამ მოწონება ვერ დაიმსახურა და მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღიარეს, რომ აღნიშნული ნივთი ოჯახში გამოსადეგია.

გზის თოვლისგან გასაწმენდი ავტომობილი - 1892 წელს სინტია ვესტოვერმა გამოიგონა

მრგვალი ხერხი - რომელიც ფართოდ გამოიყენება ხეზე მუშაობის დროს, ქალბატონმა ტაბიტა ბებიტმა 1810 წელს გამოიგონა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100