სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

რა განაპირობებს ქალებში სექსუალურ კომპლექსებს?

სექსში კომპლექსები გავრცელებულია. ისინი აქვს ქალებსაც და მამაკაცებსაც. ბევრი ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ საწოლშმისი ქცევა კომპლექსებითაა განპირობებული. ამაში ხშირად ცუდი არაფერია, თუ წყვილში ამის გამო არ ჩნდება პრობლემები და ამა თუ იმ ადამიანის კომპლექსებით განპირობებული ქცევა პათოლოგიაში არ გადადის. თუმცა არის შემთხდვევები, როცა ეს კომპლექსები იწვევენ სექსუალური ლტოლვის დარღვევას, ხელს უშლის ორგაზმის განცდას და აფუჭებს წყვილების ურთიერთობას.

სექსში კომპლექსების გაჩენის მიზეზი ბევრია. მათ შორის სტერეოტიპები, რელიგია, აღზრდის თავისებურებები, სექსუალური ქცევის კულტურა და სხვა.

ზოგჯერ ადამიანი ხვდება, რომ ექცევა რაღაც კომპლექსის გავლენის ქვეშ და ეს ხელს უშლის სექსის დროს სიამოვნების მიღებაში.ზოგჯერ კი პირიქით ეს კომპლექსი ხდება ჭეშმარიტი სიამოვნების მიღების წყარო.

ათენას კომპლექსი. ამ კომპლექსის მქონე გოგონები აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს მამაკაცებთან. ინტიმური კავშირის დროს ეს ვლინდება პარტნიორზე მბრძანებლობის სურვილით. თუ ამ დროს ქალის პარტნიორი დომინირებას მიჩვეული მამაკაცია, ექნებათ პრობლემა. თუ პირიქით არის, მამაკაციც დიდ სიამოვნებას მიიღებს ათენას კომპლექსიან ქალთან;

ალისა საოცრებათა ქვეყანაში. ეს საკმაოდ საშიში კომპლექსია, რომელიც ვლინდება ქალებში ფანტაზიებით ცხოვრებაში ვლინდება. საშიში კი იმით არის, რომ ქალი ეძებს მისი მდიდარი ფანტაზიით შექმნილ მამაკაცს და სექსისგან სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა მამაკაცი მის შექმნილ ხატებას ჰგავს. იქიდან გამომდინარე, რომ გამოგონილი მამაკაცი რეალობისგან მოწყვეტილია, ასეთის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია. რეალობისა და ფანტაზიების ასეთი შეუთანხმებლობა იწვევს ქალებში ფრიგიდულობას და შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის მიზეზიც გახდეს;

ამორძალი. ეს კომპლექსი გამოიხატება მამაკაცის ღირსებების უგულებელყოფით. ამ შემთხვევაში მამაკაცი განიხილება, როგორც შთამომავლობის მომცემი არსება და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, ქალები ამორძალის კომპლექსით სექსის გამრავალფეროვნებისათვის არაფერს აკეთებენ და სექსისგანაც არ იღებენ განსაკუთღებულ სიამოვნებას. აღსანიშნავია, რომ ამ კომპლექსის მქონე ქალები მიდრეკილები არიან ლესბოსურობისკენ. სწორედ ქალთან ურთიერთობა ანიჭებს მათ ჭეშმარიტ სიამოვენებას;

დიანას კომპლექსი. ეს ერთგვარი უმანკოების კულტია, რომელიც თან დასდევს ქალს ყველაგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალს უკვე ჰქონდა სექსი, კომპლექსი არ ტოვებს ქალს და ხდის ცივს სექსის დროს. ასეთ ქალებს აქვთ უსაზღვრო ერთგულება უმანკოების მიმართ და ამით საკუთარ თავსა და პარტნიორს ართმევენ სრულფასოვანი სექსის საშუალებას;

მსხვერპლის კომპლექსი. ეს კომპლექსი აქვთ ქალებს, რომლებსაც რაღაც დონეზე შეეხოთ სექსუალური ძალადობა. ამ ქალების დიდი ნაწილი გამორიცხავს სრულფასოვანი სექსის ქონას და საერთოდ არიდებს თავს სექსს, ზოგი კი საწოლში პარტნიორს სთხოვს სექსუალური ძალადობის ინსცენირებას და აგრესიას. სიამოვნებას სექსისგან ასეთი ქალი მხოლოდ ამ შემთხვევაში იღებს;

კონკიას კომპლექსი. ეს არის პასიური ცხოვრებისეული პოზიციის მქონე ქალი, რომელიც ელოდება ზღაპრულ პრინცს. სექსისთვის მას სჭირდება მხოლოდ არაჩვეულებრივი და ლამაზი პარტნიორი. სხვა ყველაფერი მისთვის უინტერესო და მოსაწყენია. ზღაპრული პრინცის გამოჩენის ალბათობა დაბალია და ასეთი პრინციც კი შეიძლება სექსის დროს არ ბრწყინავდეს. ამიტომაც გოგონა-კონკია ხშირად რჩება მარტო;

კაინის კომპლექსი. ამ კომპლექსის ქალები ცდილობენ უღალატონ პარტნიორს, რის შემდეგაც თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობენ. კაინის კომპლექსის ქალები ხშირად არიან მაზოხისტები. მათ მოსწონთ დაძაბულობა ურთიერთობაში;

კასტრაციის კომპლექსი. ეს კომპლექსი არის ქალებში ქვეცნობიერი განცდა, რასაც განაპირობებს პენისის არ ქონა. სექსში ისინი დომინირების სურვილით გამოირჩევიან, აყენებენ მაღალ მოთხოვნებს, რომ პარტნიორმა ვერ შეასრულოს. ეს ერთგვარი აჯანყება საპირისპირო სქესის წინააღმდეგ. კასტრაციის კომპლექსი ემანსიპაციის შედეგი და ხშირად განაპირობებს ქალებში ლესბოსური ურთიერთობებისკენ მიდრეკილებას;

კლიტემნესტრას კომპლექსი. ასეთი კომპლექსის ქალენი პარტნიორებს ეპყრობიან ცუდად, უყურადღებოდ და ზოგჯერ ზიზღით. საწოლში ისინი არიან ცივნი, არააქტიურნი, მიუხედავად იმისა, სექსის წინ აგზნებული იყო. ეს კომპლექსი ერთგვარი პროტესტია ძალადობისა და დიქტატის წინააღმდეგ;

მესალინის კომპლექსი. ამ კოპლექსის მქონე ქალებს აქვთ შეხედულება, რომ მამაკაცებს მოსწონთ ვნებიანი, ადვილად აგზნებადი და სექსუალური ქალები. ასეთი ქალები ცდილობენ საწოლში მოიქცენენ ნიმფომანებივით და ხშირად ზედმეტად მომთხოვნები არიან. მათში მომატებული სექსუალობა არის ან თამაში, ან მცდელობა სექსუალური ქალი გააღვიძონ საკუთარ თავში;

ქსანტიპას კომპლექსი. ეს კომპლექსი ისაზღვრება, როგორც ავადმყოფური მიდრეკილება სისუფთავისა და წესრიგისაკენ. ასეთი ქალებისთვის სექსში დაუშვებელია სპონტანურობა და მრავალფეროვნება. მათთვის სექსი უნდა ვითარდებოდეს გარკვეული სცენარით, გეგმიურად და მხოლოდ სუფთა გარემოში;

გარყვნილისა და რაინდის კომპლექსი. სექსში ამ კომპლექსის მქონე ქალები მამაკაცში ერთდროულად ეძებენ რაინდსა და გარყვნილ მამაკაცს. რაინდი მამაცია, შეუძია ქალის დაცვა, იწვევს ნდობასა და უსაფრთხოების განცდას. გარყვნილი კაცი ტემპერამენტიანია, ძალიან სექსუალური და იმპულსური. თუ პარტნიორს აქვს ორივე მათგანის თვისებები, ქალისთვის სექსი უზომო სიამოვნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალი ხვდება რაინდს და საწოლში ეძებს გარყვნილს, ან პირიქით. ოჯახურ ცხოვრებაში კი არის ხოლმე – რაინდი ქმარი და გარყვნილი საყვარელი;

ტიტანიის კომპლექსი. ეს კომპლექსი ჰგავს ალისას და კონკიას კომპლექსს. აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც წარმოსახვაში უკვე ჰყავთ იდეალური მამაკაცი კინოგმირებისა და ზღაპრული გმირების მონაცემებით. სექსსი დროს ქალი წარმოიდგენს თავის იდეალურ მამაკაცს და წარმოსახვაში მასთან აქვს სექსი. თუ პარტნიორი ვერ გაუგებს ქალს და ეცდები ილუზიები დაარღვიოს, ის უარყოფილი იქნება;

ტრისტანის და იზოლდას კომპლექსი. ეფუძნება აკრძალული ხილის ფენომენს. აერთიანებს სექსუალობასა და დანაშაულის გრძნობას ერთდროულად. ეს კომპლექსი ახასიათებს პურიტანული წესებით აღზრდილ გოგონებს. სექსის დროს ერთდროულად ისინი განიცდიან სიამოვნებასა და დანაშაულის გრძნობას მორალური აკრძალვის დარღვევის გამო. აღსანიშნავია, რომ განცდების ეს კოქტეილი ხელს უწყობს აგზნებას და განაპირობებს ძლიერ ორგაზმს. ეს კომპლექსი ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა სექსი ქორწინებისგარეშეა. ოჯახურ ცხოვრებაში სექსი კარგავს თავის მიმზიდველობას ამ კომპლექსის კუთხით და უინტერესო ხდება, რადგანაც არ არის აკრძალული;

კვაზიმოდოს კომპლექსი. ეს კომპლექსი აღენიშნებათ ქალებს, რომლებიც ბავშვობაში ან ზრდასრულობაშიც ძლიერად განიცდიდნენ თავიანთ ფიზიკურ ნაკლს. ასეთი ქალები თვლიან, რომ აქვთ ცუდი გარეგნობა და არ არიან სექსუალურად მიმზიდველები. კვაზიმოდოს კომპლექსი ვლინდება ორგვარად: 1) ქალი არის ჩაკეტილი, მშიშარა, ერიდება სექსს, 2) ქალი ზედმეტად აქტიურია, იცვლის პარტნიორებს სწრაფად. პარტნიორების ხშირი შეცვლა საკუთარი თავისთვის და გარშემო მყოფთათვის კომპლექსიანი ქალის „მიმზიდველობის“ დასამტკიცებლად ხდება;

დასავლეთის კულტურის კომპლექსი. ეს კომპლექსი გაუცნობიერებელი ან მხოლოდ ნაწილობრივ გაცნობიერებულია. ეს არის სექსისადმი მექანიკური დამოკიდებულება და სექსის გრძნობებთან კავშირის უარყოფა. კომპლექსი გამოიხატება იმაში, რომ სექსის ხარისხი განისაზღვრება მისი ტექნიკის დახვეწით. ამ დროს პარტნიორის ემოციები უგულებელყოფილია, სიყვარული კი საერთოდ არ მიიღება მხედველობაში. ასეთი ქალები სექსში არიან აგრესიულები და სექსუალური კავშირების მორალს არ იზიარებენ. მათთვის მისაღებია პარტნიორების გაცვლა, ჰგუფური სექსი, ჰომოსექსუალური კავშირები და ა.შ;

იოკასტას კომპლექსი. ქალის პასიურობის კომპლექსი, როცა ქალი მიენდობა ბედს და ელოდება, რომ ცხოვრება თავად შეახვედრებს ზღაპრულ მამაკაცს, რომელიც გახდება პირობა ზღაპრულ სამყაროში ცხოვრებისთვის. ამასთან პოტენციური რეალური პარტნიორები მისთვის არის მიუღებელი, გარემო კი – ცარიელი და მოსაწყენი;

მარტოობის კომპლექსი. ეს კომპლექსი უჩნდებათ ქალებს კლიმაქტერულ პერიოდში. უკავშირდება დედობის უნარის დაკარგვას. ამ კომპლექსისთვის სახასიათოა ბედნიერების გრძნობის, ცხოვრების ხალისისა და აზრის დაკარგვა;

ელექტრას კომპლექსი. გამოიხატება ქალში საკუთარი მამის მიმართ სიყვარულისა და სექსუალური ლტოლვის ქონით;

ბავშობის კომპლექსი. გამოიხატება ინფანტილურობით, საზრუნავისგან გათავისუფლების და პასუხისმგებლობის გრძნობისგან თავის არიდებით.ასეთ ადამიანს აშინებს დამოუკიდებლობა და რეალური ცხოვრება. ეს კი იწვევს სოციალიზაციის არ ქონას და პრობლემებს სექსუალური კუთხით;

არასრულფასოვნების კომპლექსი. ქალებში, რომლებიც ნაგეტიურად არიან განწყობილნი საკუთარი გარეგნობისადმი ან პიროვნული თვისებებისადმი, ვლინდება ეს კომპლექსი და ხელს უშლის ადამიანს ყველა კუთხით, მათ შორის სექსუალურითაც. ასეთი ქალები მუდმივად ხაზს უსვამენ საკუთარ მიღწევებს, ძალაუფლებას, ფულს. ამასთან არიან აგრესიულები, დამოკიდებულები და ნევროზიანები;

ორალური კომპლექსი. გამოიხატება რაიმე საგნის წოვისკენ მიდრეკილებით. ფსიქოლოგიური კუთხით ეს კომპლექსი არის ახალშობილის წოვის რეფლექსის გამოძახილი;

ონანისტური კომპლექსი. უკავშირდება მოზარდებში მასტურბაციით განპირობებულ დანაშაულის გრძნობას. მიზეზი არის აღზრდის თავისებურებები, რელიგია, საზოგადოებრივი მორალი და ა.შ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100