სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ტვინს შორის?

- ქალის ტვინი 10 %ით პატარაა მამაკაცის ტვინზე, თუმცა ეს ინტელექტზე
არანაირად არ აისახება.

- წლების მატებასთან ერთად მამაკაცის ტვინი უფრო სწრაფად პატარავდება,
ვიდრე ქალის.

- ერთი და იგივე ამოცანის გადასაჭრელად ქალი და მამაკაცი სხვადასხვა
ტვინის ნაწილს იყენებს.

- თუ მამაკაცს გზა აებნევა, ის დაიწყებს მოძრაობების მიმართულებისა და
გავლილი მანძილის გახსენებას, ქალი კი-ობიექტებისა და ორიენტირების.
ანალოგიურად ხდება საჭესთანაც: მამაკაცს გზა ახსოვს რიცხვითი ნიშნებით,
ქალებს კი რეკლამებითა და მაღაზიების ვიტრინებით.

- ქალი ხშირად იმახსოვრებს ყველაფერს დეტალებში, მამაკაცისათვის კი
საკმარისია მოკლე "რეზიუმე".

- მამაკაცები სწრაფად იღებენ ინფორმაციას და სწრაფადვე რეაგირებენ.

- ქალებს ხშირად შეუძლიათ მიიღონ ინფორმაციული ნაკადი, მამაკაცები კი
ღიზიანდებიან, როდესაც უწევთ რამოდენიმე საქმის გაკეთება.

- მამაკაცები ძლიერები არიან ზუსტ მეცნიერებებში, ქალებს კი უკეთ გამოსდით
ჰუმანიტარული მეცნიერებები.

- მამაკაცები ფიქრობენ სექსზე თითქმის წუთში ერთხელ, ქალები კი მას იხსენებენ
მხოლოდ დღეში ერთხელ. მანიაკალური და გამონაკლისი შემთხვევები არ ითვლება.

- ქალები უფრო მეტად არიან მოსაუბრენი. ასეთი კომუნიკაბელურობა დაკავშირებულია
ტვინში "სიამოვნების მიღებისათვის" არსებული ნაწილის მუშაობით.

- მამაკაცები და ქალები განსხვავებულად რეაგირებენ მწვავე და გამაღიზიანებელ ხმებზე.

- ნდობის მოსაპოვებლად ქალს ჰყოფნის 20 წამიანი ძლიერი ჩახუტება.

- ქალები სამჯერ მეტ სიტყვას იყენებენ დღის განმავლობაში, ვიდრე მამაკაცები.

- ქალის ტვინი ფუნქციონირების დროს ძლიერ ხურდება და მეტ გლუკოზას წვავს.

- ქალსა და მამაკაცს იუმორის განსხვავებული აღქმა აქვს. კაცს მეტად აღელვებს
მხიარული ფინალი, ქალისთვის კი მნიშვნელოვანია იუმორის ზოგადი არსი და
თხრობის მანერა. დასარულისგან კი ის უფრო მეტ სიამოვნებას იღებს ვიდრე მამაკაცი.

- ქალებს მეტად აქვთ განვითარებული ორგანიზების ნიჭი.

- კაცის სმენა ქალისაზე სუსტია. ამიტომაც, ქალებს ესმით ჩუმი ინტონაციები, კაცებს კი
ყოველთვის ვერა. მამაკაცის მხედველობა გამახვილებულია ეროტიულობაზე, ქალი კი
გაცილებით უკეთ იმახსოვრებს სურათის ნებისმიერ დეტალს.

- მამაკაცები მეტყველებენ ლოგიკის მეშვეობით, ამიტომაც "ისმის ზუსტად ის, რასაც ამბობენ". ქალი კი რთავს ინტუიციასა და ემოციებს, ამიტომაც "ყველგან რაღაც მინიშნებები გეჩვენება".

- ქალებს ბუნებისგან კომუნიკაბელურობა ერგოთ, მამაკაცებს კი აგრესიული კონკურენცია. ამიტომაც კაცები ხშირად ჩხუბობენ. ქალები კი ღიზიანდებიან, რომ მამაკაცები არ აბავენ მათთან გრძელ საუბრებს, ეს კი უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ მათი მეტყველება ქალისაზე სუსტია.

- თუ გზაზე გდია ბურთი, მამაკაცი მას ფეხს დაარტყავს, ქალი კი აიღებს და მკერდთან მიიხუტებს.

ასე იქმნება ქალისა და მამაკაცის ბუნების განსხვავებული დანიშნულებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100