სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა ქალებში კიბოს გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი დაადგინეს

ფრჩხილების დაგრძელებისა და მოხატვის პროცედურები ქალბატონების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აღნიშნულ პროცედურებში გამოიყენება ისეთი ნივთიერებები (Shellac ან OPI), რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლია.

გარდა ამისა ნიუ იორკის სამედიცინო ფაკულტეტის ლექტორებმა აღმოაჩინეს, რომ კანის კიბოს განითარების შანსს საგრძნობლად ზრდის, ულტრაფიოლეტური ნათურები რომლებიც მსგავს პროცედურებში გასაშრობათ გამოიყენება.

ფრჩხილის დაგრძელების შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს მეცნიერები თითქმის უტოლებენ სოლარიუმით გამოწვეულ შედეგებს. მათივე განმარტებით აღნიშნული პროცედურის ხშირი გამოყენება იწვევს ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევას და გადაგვარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100