თბილისში 75 წლის ქართველი ებრაელი მოკლეს

პირველ მარტს თბილისში, ისრაელიდან 75 წლის ქართველი ებრაელი ჩამოსულა, 2 მარტს, ის ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოუკლავთ და მისი პლასტიკური ბარათიდან 2000 აშშ დოლარი მოუხსნიათ“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი და სამართალდამცავთა ლიგის ერთერთი ლიდერი, ზაზა ჭაია.

დრონი.ჯი-ს შსს-ში აღნიშნული მკვლელობის ფაქტი დაუდასტურეს და აცხადებენ, რომ გამოძიება 109 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ასევე შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით ცხელ კვალზე მოხდა ბრალდებულების დაკავება. რაც შეეხება რითია მოკლული 75 წლის ქართველი ებრაელი, ამის შესახებ უწყებაში არაფერს ამბობენ.

შეგახსენებთ რომ ბოლო დროს გახშირებული მძიმე დანაშაულის ფაქტების შესახებ საზოგადოება წუხილს უკვე ღიად გამოხატავს.

კომენტარი