თბილისში შატბერაშვილის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

თბილისში შატბერაშვილის ქუჩაზე ავტომობილს, რომელშიც, სავარაუდოდ, სამი ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მსხდომთაგან ერთ-ერთი საქართველოს „ინტერპოლის" ბიუროს წარმომადგენელი იყო, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა და ამ დროისათვის, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პროკურატურის უწყებას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარი