ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიძემ ცოლისძმა დაჭრა

გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში სიძემ ცოლისძმა ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი