სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზარელი შემთხვევა ახალქალაქში - სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი დაღუპულები ნახეს

საზარელი შემთხვევა ახალქალაქში. სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი დაღუპულები ნახეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალბატონი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფომრაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100