სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური" - აი რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მაგდა პაპიძეზე

მაგდა პაპიძისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, მისი დის ლანა პაპიძის რეაქციაზე კომენტარი გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

„მაგდა პაპიძის დის ისტერიკა ვნახე. ბოლოს ხმაზე როგორ კივის, რომ უნდა ვიღაცის შვილი მოკვდეს და დავრწმუნდი, ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური.

ბურუსით მოცულია მოტივი. როგორ ჯეროდა ქალს, რომ ასეთი სადისტური მკვლელობების შემდეგ, მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. ესაა ჩემთვის ყველაზე უცნაური და ამოუხსნელი.

მე მაინც მგონია, რომ მის ფსიქიურ მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს სტაბილური. ეს არ მჯერა ყველაზე მეტად, თორემ ამ განაჩენში მე მაშინ დავრწმუნდი, გადაცემა რომ გავაკეთე. დაუჯერებელი, მაგრამ რეალობა ესაა.“ - წერს ნანუკა პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100