სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სროლა თბილისში - მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა

სროლა თბილისში-სასტუმრო ახალი სასტუმროს თანამშრომელი ქალბატონი სავარაუდოდ, მისმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ინციდენტს წინ კამათი და ჩხუბი არ ახლდა, მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა.

დაშავებული სასწრაფო დახმარებამ უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში და კურიერის ინფორმაციით მისი მდგომარეობა მძიმეა.

დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100