სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 წლის ვაჟა ნაჭყებიას ოჯახი პროკურატურას ობიექტურ გამოძიებას სთხოვს

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, 22 წლის ვაჟა ნაჭყებიას ოჯახი პროკურატურას ობიექტურ გამოძიებას სთხოვს.

„ჩემი ძმა, ვაჟა ნაყებია არის უკანონო პატიმარი რადგან იგი უნდა იყოს დაზარალებული და არა ბრალდებული. მოქმედი პოლიციელი მანუჩარ მაისურაძე უნდა იყოს ბრალდებული და იგი უნდა იჯდეს განსასჯელის სკამზე.

ცემეს, დაჭრეს , დანა დაარტყეს 2 ტყვია აქვს ნასროლი და ციხეში კიდე ეს ზის .... პროკურარურას დღემდე არ აქვს დასკნა იმაზე თუ ვინ მიაყენა ეს დანით მიყებენული ჩრილობა? რატომ არის ნაცემი ? ვინ ცემა ? “ - განაცახადა დრონისთან საუბრისას ვაჟა ნაჭყებიას დამ ქეთა ნაჭყებიამ.

ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა ნაჭყებიას დედამ, ნაზიბროლა არჩვაძემ.

ჩემი შვილი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამომძიებლის თანაშემწის მსხვერპლია. ვაჟას სამართალდამცველი და მისი ძმა ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ორი ტყვია ესროლეს, მესამე ჭრილობა კი ფეხის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. ვაჟა სახლიდან ანგარიშსწორების მიზნით მოტყუებით გაიყვანეს. თუმცა, ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა 22 წლის ვაჟა ნაჭყებია დააკავეს.“ - განაცხადა არჩვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მომხდართან დაკავშირებით ბრალდებებს არ ადასტურებს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის გამომძიებლის თანაშემწე, მანუჩარ მაისურაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100