სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 98 პირი.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომრემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შეწყალებულთაგან 74 მსჯავრდადებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მათ შორის ერთი ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი, ხოლო დანარჩენ 24 მსჯავრდადებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

ზვიად ქორიძის განცახდებით, შეწყალების კომისიამ 17-18 ივლისს სულ 589 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 74 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100