სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარკეთილში 19 წლის ბიჭი შეყვარებულის მამამ, ბაბუამ და ძმამ მოკლეს

ვარკეთილში 19 წლის ბიჭი მოკლეს. დავით ხარაზიშვილს ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნებოდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია, 19 წლის ბიჭი შეყვარებულის, 15 წლის გოგონას, ახლობლებმა ცივი იარაღით დაჭრეს.

გარდაცვლილის მეგობრები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან სწორედ შეყვარებულის დახმარებით გამოიყვანეს, სადაც ბიჭს გოგონას მამა, ბაბუა და ძმა გაუსწორდნენ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. პოლიციამ უკვე დააკავა 1979 წელს დაბადებული მამაკაცი.

http://rustavi2.com/ka/news/5773 ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100