სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი მკვლელობა ერთ დღეში

ორი მკვლელობა ერთ დღეში...

თბილისის ზღვაზე საკუთარ სახლში ახალგზარდა ქალი მოკლული იპოვეს. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, გარდაცვლილი ნატო კვეზერელია. ჩვენი ინფორმაციით, კვეზერელი ორი დღის წინ მოკლეს, თუმცა გარდაცვლილის გვამი დღეს მეზობლებმა აღმოაჩინეს.

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. 1956 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, თ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე, 1978 წელს დაბადებული ე.მ. ცივი იარაღით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

მეუღლის დაჭრის შემდეგ თ.ა.-მ თვითმკვლელობა სცადა. ამჟამად ის დაკავებულია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თელავის საავადმყოფოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100