სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოსებიძის ქუჩაზე ოჯახი თავისივე ნათესავებმა გაძარცვეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე სააკიანების ოჯახში მომხდარი ფაქტის შესახებ რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ოჯახი თავისივე ნათესავებმა გაძარცვეს. ოჯახის ორმა ნათესავმა სააკიანების 20 წლის გოგონა დააბა და ფული, 1500 დოლარი წაიღეს.
"ინტერპრესნიუსი" შსს-ს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, სადაც თანხის წაღება დაადასტურეს. სამინისტროს ცნობით, სახლში სხვა თანხაც იყო, თუმცა, როგორც გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, ნათესავებს შორის დავა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სწორედ 1500 დოლარზე მიმდინარეობდა და მათ ბინიდან ეს თანხა აიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100