სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წუხელ თბილისში რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს

თბილისში გუშინ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, ფოტოგრაფი და დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს.

მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100