სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიკოთზე, ტრაილერისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, 14 წლის გოგონა გარდაიცვალა

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა.
როგორც "აქცენტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და დაშავებულების ავტობუსიდან ამოყვანა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 10 ადამიანი. ასევე გარდაცვლილია 14 წლის გოგონა.
ავტობუსში 35-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100