სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ მეგობარი გოგონა მოკლა

მოსკოვში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მეგობარი გოგონა მოკლა და შემდეგ თავად ჩაბარდა პოლიციას.

ინფორმაციას ტელეკომპანია НТВ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ქართველმა მამაკაცმა მეგობარ გოგონას, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდან იყო, კამათისას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცი თავად გამოცხადდა პოლიციაში მანქანით, რომლის საბარგულშიც გარდაცვლილის გვამი იყო მოთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100