პატრული ძროხას დაეჯახა და მოკლა, ძროხის მეპატრონეს კი უჩივლა და 21 014 ლარს სთხოვს

ფოთში, საპატრულო სამსახური, ძროხის პატრონებს უჩივის. საქმე 2013 წლის 25 იანვარს მომხდარ ფაქტს ეხება, როცა საპატრულო ეკიპაჟი ქუჩაში მიმავალ ძროხას დაეჯახა და ადგილზე მოკლა. პატრული ძროხის მეპატრონისაგან დაზიანებული მანქანისთვის 21 014 ლარს ითხოვს.

სასამართლო პროცესი, დღეს, 15:00 საათზე, ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

როგორც news.ge-ს ძროხის პატრონმა აველინა გაბისონიამ განუცხადა, მანქანის ზიანის ანაზღაურების შესახებ საპატრულო სამსახურის სარჩელის შესახებ, შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის 18 იანვარს გაიგეს.

„2013 წლის 25 იანვარს საპარტულო ეკიპაჟმა ფოთში გაიტანა ”ფაქიზო” (მეზობლებისთვის ”მარტა”), რომელსაც მეხრე დემურ ჯინჯოლავა მიაცილებდა. მეხრე გადარჩა, არ დაზიანებულა, მაგრამ ჯინჯოლავა დაზარალდა, რადგან ”ფაქიზომ” პატრულის მანქანის დარტყმისგან, კარგა გვარიანად იფრინა და მიწაზე დანარცხებისას სული განუტევა, ”ფაქიზო” დღე-დღეზე უნდა მორჩენილიყო. დაიმტვრა პატრულის ავტომანქანა.

ამჟამად, საპატრულო სამსახური დემურ ჯინჯოლავასგან ითხოვს დამტვრეული მანქანისათვის 21 014 ლარს“, - აცხადებენ ძროხის პატრონები.

კომენტარი