სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

181 საათი 30 წუთი - ფარული ჩანაწერები 5 სექტემბერს განადგურდება

გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა გუშინ ფარული კადრების განადგურებაზე მომუშავე კომისია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი, შსს-მინისტრი და ისუტიციის მინისტრი შედიოდენენ.

კომისიის გადაწყვეტილებით პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 5 სექტემბერს, 15:00 საათზე მოდულის შენობაში განადგურდება.სცეციალური კიმისიის წევრის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, საუბარია მხოლოდ პირადი ცხოვრების, ინტიმური ეპიზოდების ამსახველი მასალის განადგურებაზე,, რომლის ნგრძლივობაც დაახლოებით 181 საათი 30 წუთია, მისივე ინფორმაციით რჩება იმ ტიპის მასალები, რაც საინტერესოა გამოძიებისთვის.არჩევნებამდე მასალების განადგურებას დადებითად აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ეკა გიგაურის განცხადებით განადგურების პროცედურა წარიმართება კანონისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. "პოზიტიური ნაბიჯია, რომ ხელისუფლება ასეთი ტიპის მასალის შენახვაზე უარს ამბობს და ეს ხდება არჩევნების წინ", - აღნიშნა გიგაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100