სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბურთალოს ქუჩაზე შეიარაღებული ნარკომანები დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები საბურთალოს ქუჩაზე აიყვანეს. ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას "კოლტის" და "სტეჩკინის" მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ერთჯერადი შპრიცი ამოიღეს, რომლებშიც "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.

ბინაში სტუმრად მყოფი პირი სამართალდამცველებს უგონო მდგომარეობაში დახვდათ. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ემერჯენსიში გადაიყვანა.

გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100