სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლანჩხუთში ქმარმა ცოლი მოკლა

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1941 წელს დაბადებული თამაზ გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ლანჩხუთში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მცხოვრებმა თამაზ გ-მ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გვიან ღამით სანადირო თოფით გულ-მკერდის არეში ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1946 წელს დაბადებულ მაყვალა გ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან მეორე გასროლის შედეგად ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა მისი რძალი 1971 წელს დაბადებული შორენა კ.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100