სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩხოროწყუში 12 წლის მოზარდი გააუპატიურეს

სამეგრელოში შემზარავი ფაქტი მოხდა. როგორც "ივერონს" ადგილობრივმა მოსახლემ აცნობა, ჩხოროწყუს რაიონში გუშინ 12 წლის გოგონა გააუპატიურეს.
ადგილობრივთა ინფორმაციით, შემთხვევა 21 მაისს, ჩხოროწყუში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. სწორედ იმ დროს, როდესაც, არასწრულწლოვანმა მეცადინეობის შემდეგტ მუსიკალური სკოლის შენობა დატოვა.
მომხდარი ფაქტი "ივერონს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდართან დაკავშირებით, საქმე ჩხორუწყუს რაიონის შს სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა. (გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია 14 წელი- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, 15- დან 20 წლამდე)
როგორც "ივერონს" შს სამინისტროში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დადგენა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100