სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება შეწყდა?

საქართველოს ექს–პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება შეწყდა.“ - ამ ინფორმაციას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილ ავრცელებს.

„სად არის ჟვანიას საქმე? ხომ იძახდნენ, გამოძიებულიაო?! იცით, რომ დახურეს? თუ წინა ხელისუფლების ვერსიები სწორი იყო, მაშინ რატომ ააწყვეს საარჩევნო კამპანია ჟვანიას მკვლელობაზე?! მისი ძმა დეპუტატი გახადეს და ლამის მთელი ოჯახი წმინდანებად გამოაცხადეს. ან სად არის ის საქმე, ქვევრში რომ ბავშვი დაახრჩვეს და ისტერიულად გაჰყვიროდა ბერიკაშვილის ქალი? სად არის თვითონ, კულტურის სამინისტროში რომ მოჯდა თბილად და ავსტრალიიდან აღარ ჩამოდის?! "ნაციონალურმა მომოძრაობამ" მოკლაო, ხომ ამტკიცებდნენ?! მე უკვე ისიც მჯერა, ეს ციხის კადრები შენახული ჰქონდათ და არჩევნების წინ გამოაჩინეს სპეციალურად. დროზე რომ გამოეჩინათ, ბევრი გაუპატიურებას გადარჩებოდა!", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გაზეთ ალიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს–პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეად საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა დასახელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100