კალორიების გამანადგურებელი 4 პროდუქტი

გრეიფრუტი - ნუთუ არასდროს გსმენიათ გრეიფრუტის დიეტაზე? ძალიან პოპულარულია, სხვათა შორის, კლინიკა Scripps-სის (კალიფორნია) ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ე. წ. გრეიფრუტის დიეტა ადამიანს ცხიმის მარაგთან ბრძოლაში რეალურად ეხმარება.

მეთოდის არსი უმარტივესია - ნახევარი გრეიფრუტი ყოველი ჭამის წინ... ადვილია, არა? დავამატებთ იმასაც, რომ გრეიფრუტში კიბოს უჯრედებთან მებრძოლი ელემენტებიცაა. ამ დიეტას იცავდა უკვე ხანში შესული სოფი ლორენი, მას ასაკშიც ჰქონდა უფლება, საკუთარი ფიგურით ეამაყა. თუ ვახშამზე ზომიერებას გადააჭარბეთ, გრეიფრუტის ჭამა ვახშმის შემდეგ სცადეთ.

მუცელში სიმძიმე მაშინვე გაქრება. ნახევარ გრეიფრუტში მხოლოდ 39 კალორიაა. თუ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა გსურთ, გრეიფრუტის შემდეგ 800 კალორიაზე მეტის მიღება არ ღირს. ამბობენ, რომ კალორიების სწორედ ასეთ რაოდენობას წვავს ამ საოცარი და გემრიელი ხილის ფერმენტები.

გოგრა - ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გოგრა მშვენიერი პროდუქტია გამხდრობისთვის მებრძოლთათვის. გოგრაში მხოლოდ 40 კალორიაა, მისი სტრუქტურა ქსოვილურია და ძალიან სასარგებლოა.

უამრავმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ქსოვილური აგებულების პროდუქტები მარტო ჯანმრთელობისთვის კი არ არიან სასარგებლო, არამედ გახდომისთვის. გოგრა ძალიან ადვილად მზადდება, სანელებლებს, მუსკატის კაკალსა და ნუშს თუ დაუმატებთ, გემრიელიც ყოფილა, სასარგებლოც და დაბალკალორიულიც.

საქონლის ხორცი - ხორცი მოხდენილ ფიგურას ვნებსო, ასე ფიქრობდნენ წარსულში. არადა თუ ხორცს ქონი არ აქვს, მაგალითად, საქონლის ხორცს, ის საუკეთესო საშუალებაა გასახდომად. პირველ რიგში, ეს პროდუქტი ცილებითაა მდიდარი, ცილები კი ძალიან სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

მეორეც - ცილები უფრო ადვილად მუშავდება, ვიდრე ნახშირწყლები. ერთი ნაჭერი ხორცი განაყრებს და შიმშილს ვერ გრძნობ. თუ შიმშილს ვერ გრძნობ, დიეტასაც არ ღალატობ. ბევრჯერ გსმენიათ ალბათ, რომ ცილების დიეტა უფრო ადვილი დასაცავია, ვიდრე სხვა დიეტები. დანაყრების გრძობა ცილებიანი პროდუქტების მიღების შემდეგ ადამიანს უფრო ხანგრძლივად უნარჩუნდება და ამიტომ არის ეს დიეტა უფრო ადვილი.

მწვანე ჩაი - მწვანე ჩაი – ღმერთის ნამდვილი საჩუქარიაო. ის - მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შესანიშნავად მოქმედებს ორგანიზმზე და იდეალური ვარიანტია გასახდომად. ჩაი ნივთიერებათა ცვლას აძლეირებს, საჭმლის მონელებას აჩქარებს, ცხიმების წვაში გვეხმარება და შესაბამისად, ფიგურის პრობლემებსაც შველის. ზოგი გამოკვლევით, დღეში 5 ჭიქა მწვანე ჩაი ჯადოქრობასავით იმოქმედებს და “შემომეჭამას” შედეგს მალე გაანელებს. სტრესის წინააღმდეგაც კი მოქმედებს.

მართალია, გამხდარი და სიფრიფანა მოდელების საუკუნე წარსულშია, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ თავი უნდა მიუშვა და საჭირო კილოგრამებთან ერთად ზედმეტიც აკრიფო. ჭარბი წონა ალტერნატივად არ გამოდგება, ამიტომ სარკეში შენიშნულ არასასიამოვნო ცვლილებებს თვალს ნუ მოუხუჭავთ ხოლმე.

კომენტარი