ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით

მასალა:

ქათმის ხორცი - 300 გრ

ქამა სოკო - 100-150 გრ

ხახვი - 2 თავი

კარაქი - 30 გრ

არაჟანი - 6 ს/კ

ჰოლანდიური ყველი - 150 გრ

მარილი - გემოვნებით

ქათმის ხორცი შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან 5-7 წუთის განმავლობაში. გადმოვიღოთ ტაფიდან და გავაციოთ. დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავალაგოთ სპეციალურ ფორმებში. ეს ფორმები იყიდება ნებისმიერ ადგილას. ქამა სოკოს ვჭრით თხელ ნაჭრებად, ხახვსაც ასევე ვჭრით თხელ ნაჭრებად და ყველაფერს ვწვავთ დარბილებამდე. ცალკე ტაფაზე მოვხალოთ ფქვილი,დავამატოთ კარაქი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ არაჟანი, ისევ კარგად ავურიოთ და ავადუღოთ. მომზადებული სოუსი ავურიოთ სოკოს და ხახვს და დავამატოთ მარილი გემოვნებით. ეს ყველაფერი დავადოთ ქათმის ხორცზე, რომელიც ფორმებშია ჩალაგებული. ზემოდან დავაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ყველი არ გაწილთდება და არ გადნება.

„გურმანი“

კომენტარი