ღორის ხორცის მუჟუჟი

მასალა:

ღორის ხორცი - 1 კილოგრამი

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი

ძმარი - 3/4 ჩაის ჭიქა

შავი პილპილის მარცვლები, მარილი - გემოვნებით

გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს. მივუმატოთ დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი და მოვხარშოთ. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, დავასხათ ძმარი და წამოდუღებისთანავე ცეცხლიდან გადმოვდგათ. მერე ჩავასხათ შესაფერ ჭურჭელში და გავაციოთ.

კომენტარი