სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოუსი ფარშირებული წიწაკისთვის

მასალა:

½ თავი ხახვი

½ კბილი ნიორი

1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 ჭიქა ტომატ-პიურე

1 ჭიქა ხორცის ბულიონი

¼ ჩაის კოვზი შავი დანაყილი პილპილი

½ ჩაის კოვზი მაიორანი

მარილი

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, შევბრაწოთ მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ტომატ-პიურე, ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში და გავატაროთ საწურში. შემდეგ დავამატოთ ხორცის ბულიონი და ისევ დავდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ, დავამატოთ წიწაკა და მშრალი გახეხილი მაიორანი, მოვაყაროთ მარილი. წიწაკის ფარშირებული ღერები მოვათავსოთ მდუღარე სოუსში და ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში. წიწაკის ღერბი შეგვიძლია წინა დღით მოვამზადოთ. ამ შემთხვავაში წიწაკა სუფრაზე მიტანის წინ უნდა ჩავდოთ ცხელ სოუსში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100